Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათემატიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორების თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების გრაფიკი

ზუსტ და საბუნების­მეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების  სამსახურში მისაღებად რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის №243/01–01 ბრძანების საფუძველზე, მათემატიკის დეპარტამენტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, და მათემატიკური ანალიზისა კათედრებზე ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, ჩატარდა საკონკურსო კომისიის სხდომა, სადაც პრეტენდენტების სტატუ­სი  მიენიჭათ ბესიკ ჩიქვინიძეს (ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა) და ალექსანდრე აპლაკოვს (მათემატიკური ანალიზის კათედრა).

 

გასაუბრების გრაფიკითან დაკავშირებით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:  

გასაუბრება  ჩატარდეს   2021 წლის 5 თებერვალს, პარასკევს, თსუ XI კორპუსის 335 ოთახში (გვანჯი მანიას კაბინეტი);

გასაუბრების დაწყების დრო - 11. 00 სთ. 

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - პროფესორი ელიზბარ ნადარაია
საკონკურსო კომისიის მდივანი - ასოცირებული პროფესორი თინათინ დავითაშვილი